LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

NDI: მოქალაქეებში ევროკავშირის მხარდაჭერა 81%-მდე გაიზარდა, 73% კი კვლავ NATO-ში გაწევრიანების მომხრეა

151
ევროპის მხარდაჭერა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ევროკავშირის მხარდაჭერა 81%-მდე გაიზარდა, რაც იმის დასტურია, რომ საქართველოს მოქალაქეები ევროინტეგრაციის ერთგულნი რჩებიან.

ამავე კვლევის თანახმად, მსგავსი ტენდენცია შეინიშნება NATO-სთან მიმართებითაც – მოსახლეობის უმრავლესობა – 73% საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში წევრობას კვლავ მხარს უჭერს:

NDI: გამოკითხულთა 61% ამბობს, რომ ხალხის ინტერესს არცერთი პარტია არ გამოხატავს

იგივე კითხვაზე აგვისტოში ჩატარებული კვლევის თანახმად, 56 პროცენტი ამბობდა, რომ ასეთი პარტია არ არსებობს

„ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების მაღალი მხარდაჭერა ცხადყოფს, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს მოსახლეობის ურყევი ნებაა. გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ იმაზე, რომ ფასების ზრდას საქართველოს ოჯახების უმრავლესობაზე ძალიან მძიმე გავლენა აქვს.

აუცილებელია, რომ ეკონომიკა ნებისმიერი პოლიტიკოსისა და გადაწყვეტილების მიმღები პირის დღის წესრიგის სათავეში მოექცეს. ნათელია, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაშია, ამიტომაც თუ პოლიტიკურ პარტიებს მოსახლეობაში ნდობის აღდგენა სურთ, ხალხისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე უნდა კონცენტრირდნენ.“ – განაცხადა NDI საქართველოს დირექტორმა ალან გილამმა.

“ყოველი მეხუთე მოქალაქე მომდევნო 12 თვის მანძილზე საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლაზე ფიქრობს” – NDI