LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

NDI: გამოკითხულთა 61% ამბობს, რომ ხალხის ინტერესს არცერთი პარტია არ გამოხატავს

135
dDD

წინა კვლევასთან შედარებით, 5%-ით მეტი ადამიანი მიიჩნევს, რომ საქართველოში არცერთი პარტია არ გამოხატავს ხალხის ინტერესებს.

ამის შესახებ NDI-ის კვლევაშია აღნიშნული.

კითხვაზე, თქვენი აზრით, არსებობს თუ არა საქართველოში ერთი პარტია მაინც, რომელიც თქვენს ინტერესებს გამოხატავს, 61 პროცენტი ამბობს, რომ არა, 31 პროცენტი – დიახ, 6 პროცენტი – არ ვიცი, ხოლო უარი პასუხზე 3 პროცენტმა დააფიქსირა.

ინფორმაციისთვის, იგივე კითხვაზე აგვისტოში ჩატარებული კვლევის თანახმად, 56 პროცენტი ამბობდა, რომ ასეთი პარტია არ არსებობს, 39 პროცენტი – დიახ, 4 პროცენტი – არ ვიცი, ხოლო უარი პასუხზე 2 პროცენტი იყო.

“ყოველი მეხუთე მოქალაქე მომდევნო 12 თვის მანძილზე საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლაზე ფიქრობს” – NDI

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები