LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

NCDC: საქართველოს მოზრდილი მოსახლეობის 21.2% სრულად ვაქცინირებულია

75
1

13 სექტემბრის მონაცემებით, ვაქცინაციის პროცესის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში სულ ჩატარებულია 1 507 986 აცრა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 902 457 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 31.6%-ია.

სრულად ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 21.2% – 605 529 ადამიანი.

რაც შეეხება დღიურად აცრილთა რაოდენობას, ბოლო 24 საათში კოვიდვაქცინა გაიკეთა 14 703 ადამიანმა.