ეროვნული საკალათბურთო ასოციაცია ისტორიაში მეორე საჩვენებელ მატჩს აფრიკაში გამართავს.
5 აგვისტოს, სამხრეთ აფრიკის ქალაქ იოჰანესბურგში გაიმართება შეხვედრა აფრიკისა და მსოფლიოს ნაკრებებს შორის. მატჩის ყველა მონაწილე NBA-ის მოქმედი ან ყოფილი მოთამაშეა. თამაშისგან მიღებული თანხა ქველმოქმედებას მოხმარდება.
აფრიკის ნაკრები: სერჟ იბაკა (“ტორონტო”), ლუოლ დენგი (“ლეიკერსი”), ტაბო სეფოლოშა (“იუტა”), ბისმაკ ბიიომბო (“ორლანდო”), კლინტ კაპელა (“ჰიუსტონი”), გორგი ჯენგი (“მინესოტა”), ლუკ მბა ა მუტე (უკლუბოდ), სალაჰ მეჯრი (“დალასი”), ემანუელ მუდიაი (“დენვერი”), ვიქტორ ოლადიპო (“ინდიანა”), დენის შრიოდერი (“ატლანტა”).
მსოფლიოს ნაკრები: დირკ ნოვიცკი (“დალასი”), კრისტაპს პორზინგისი (“ნიუ იორკი”), კემბა უოკერი (“შარლოტი”), ლეანდრო ბარბოზა (უკლუბოდ), ჯეილენ ბრაუნი (“ბოსტონი”), უილსონ ჩენდლერი (“დენვერი”), დემარკუს კაზინსი (“ნიუ ორლეანი”), ანდრე დრამონდი (“დეტროიტი”), კორტნი ლი (“ნიუ იორკი”), კაილ ლაური (“ტორონტო”), სი ჯეი მაკალუმი (“პორტლენდი”).