ქართველი კალათბურთელი, NBA-ს ორგზის ჩემპიონი, ზაზა ფაჩულია „არქის“ წილის მფლობელი გახდა. დეველოპერულ კომპანიასთან მას მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებს – მხარეებმა ამ პერიოდში, რამდენიმე ერთობლივი მარკეტინგული კამპანია განახორციელეს.
ახლა კი ზაზა ფაჩულიასა და „არქის“ თანამშრომლობამ განსხვავებული ფორმა შეიძინა. გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით, ფაჩულიამ კომპანიის წილი იყიდა და, ილია წულაიასთან და მენი ბენიშთან ერთად, „არქის“ თანამფლობელი გახდა.
[related_news id=”65708″ align=”left”]
შეგახსენებთ, „არქი“ ლიდერი დეველოპერული კომპანიაა საქართველოში, რომელიც ამ ეტაპზე 20 დასრულებულ, 19 მიმდინარე პროექტს და 10 000-ზე მეტ არქელს აერთიანებს.