„კლივლენდ კავალიერსის“ ცენტრი, ანდრე დრამონდი პანდემიის პერიოდში საკმაოდ ხელგაშლილია. საქმე იმაშია, რომ კალათბურთელმა ფლორიდის ერთ-ერთი რესტორნის მიმტანს „ჩაის“ სახით 1 000 დოლარი დაუტოვა. ამბავი მალევე, სოციალურმა ქსელმა მოიცვა და რესტორნის “ინსტაგრამ” გვერდზეც განთავსდა.
„ანგარიში 160 დოლარი იყო, თუმცა დრამონდმა 1000 დოლარი დამიტოვა. ბედნიერებისგან ვიტირე, როცა თანხა დავინახე…
“კოვიდ 19”-ით შექმნილი კრიზისის გამო რესტორნების უმეტესობა ცუდ მდგომარეობაშია. ძალიან კარგია, რომ ასეთ რთულ დროსაც კი ადამიანები სიკეთეს იჩენენ“, – აცხადებს მიმტანი კასანდრა დიასი.
აღსანიშნავია, რომ რესტორნის ადმინისტრაციამ დიასს ნება დართო, თანხა სრულად წაეღო, ვინაიდან კალათბურთელმა 1000 დოლარი პირადად მას, გაწეული მომსახურებისთვის დაუტოვა.
https://www.instagram.com/p/CAk-ZqJAtf0/?utm_source=ig_embed