იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებმა ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
როგორც ჯანეზაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის კატეგორიულად მიუღებელია პროცედურებზე მსჯელობა იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც თავდაპირველად წარდგენილ 10-კაციან სიაში იყვნენ, რადგან მათ, ჯანეზაშვილის თქმით, პირადი დაინტერესება აქვთ.
მათი თქმით პირობების შექმნის შემთხვევაში, ისინი ჯგუფის სამუშაო შეხვედრებს დაუბრუნდებიან.