LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნაწილობრივი ჩაკეტვა = ნაკლებ სიკვდილიანობას და არჩაკეტილ ახალ წელს – ვახტანგ ჭარაია

526
122999105-3555202484502687-1078562644014619574-o (2)

თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზების ცენტრის ხელმძღვანელი ვახტანგ ჭარაია სოციალურ ქსელში ქვეყანაში შექმნილ მძიმე ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ეხმაურება.

ეკონომისტი პროგნოზირებს ყველა იმ შესაძლო შემთხვევაზე, რომელიც მომავალი 2 კვირის განმავლობაში შეიძლება განვითარდეს.

„კოვიდი კრიტიკულად გვიტევს️! (სამწუხაროდ) სასწრაფოდ:

გასამკაცრებელია რეგულაციები;

– საღამოს 22:00 საათი ჩამოსაწევია 20:00-მდე მაინც;

– უნდა შეიზღუდოს ტრანსპორტის დატვირთვა;

– უნდა შეიზღუდოს მასობრივი შეკრებები;

– საჭიროა სავაჭრო ცენტრებში, რესტორნებში, ბაზრებსა და ბაზრობებში რეგულაციების გამკაცრება და აღსრულება!

– ხვალინდელი არჩევნების დღის გაუქმება ალბათ შეუძლებელი იქნება, ამიტომ ის უკიდურესად უსაფრთხოდ უნდა ჩატარდეს;

– შეზღუდვები უნდა დაწესდეს მიზნობრივად, ტერიტორიული ერთეულების ინფიცირების ტემპის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის შესაძლებლობის გათვალისწინებით.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი გათვლებით მომდევნო 1 კვირის განმავლობაში საშუალოდ:

– 4000-იანი ინფიცირების შემთხვევაში საჭირო საწოლი ადგილების რაოდენობა პიკზე გაუტოლდება – 7000-ს;

– 4200-იანი ინფიცირების შემთხვევაში – 7250-ს;

– 4500-იანი ინფიცირების შემთხვევაში – 7645-ს;

– 5000-იანი ინფიცირების შემთხვევაში – 8309-ს!

მართალია ითვლება, რომ საწოლი ადგილების რაოდენობა ქვეყანაში 8000-ზე ოდნავ მეტი გვაქვს, მაგრამ, თუნდაც მომდევნო 1 კვირის განმავლობაში 4000-იანი ნიშნულის 1 კვირით შენარჩუნების შემთხვევაშიც კი:

– ცალკეული ტერიტორიული ერთეულები გადაივსებიან სრულად და ვერ შეძლებენ ახალი პაციენტების მიღებას;

– მთელი ქვეყნის მასშტაბით კიდევ უფრო გაჭირდება “არა კრიტიკულად მძიმე” პაციენტების მიღება;

– სავარაუდოდ გაიზრდება სიკვდილიანობა, რადგანაც საწოლები გადატვირთული იქნება მძიმე ინფიცირებულებით, რომლებიც სტანდარტული 8 დღის ნაცვლად საავადმყოფოებში საშუალოდ 3-ჯერ მეტ ხანს რჩებიან;

– მძიმე პაციენტებით სისტემის გადატვირთვის გამო, გაჭირდება სასუნთქი აპარატები და პროფესინალი სამედიცინო კადრების რესურსი, რომელიც არაკოვიდინფიცირებულ პაციენტებზეც შესაბამისად იქნება ასახული…

გვაქვს 2 ალტერნატივა:

  • ჩავიკეტოთ სრულად. ამ შემთხვევა დიდ ფინანსურ, ფსიქოლოგიურ და მორალურ სტრესს მივიღებთ, თუმცა რადიკალურად შევამცირებთ სიკვდილიანობას;ჩავიკეტოთ ნაწილობრივ.
  • გავამკაცროთ რეგულაციები და დავემორჩილოთ მათ სრულად. დავიყვანოთ დღიური ინფიცირება ეტაპობრივად 2500-მდე და შემდგომ 2000-მდე და ჩამოვწიოთ საწოლების დატვირთვა საშუალოდ 5-დან 3 ათასამდე. შესაბამისად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ინფიცირებულთა მოვლა-პატრონობის და შემცირდება სიკვდილიანობის მაჩვენებელი.

საბოლოო ჯამში, ვირჩევთ:

– იძულებით ჩაკეტვას და ყველამ ვიცით რა ტიპის “დარტყმებს”, ან

– ნაწილობრივ ჩაკეტვას და ახალ წელს და შობას მეტ-ნაკლებად სტაბილურ გარემოში შეხვედრის შანსს.

პირბადის ტარება და სოციალური დისტანცია = ნაკლებ სიკვდილიანობას და არჩაკეტილ ახალ წელს!

დარჩი სახლში, რა გესეირნება!“,- წერს ვახტანგ ჭარაია ფეისბუქში.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3 768 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ეს ქვეყანაში დაფიქსირებული შემთხვევების მორიგი ანტირეკორდია.

მიუხედავად ყოველდღიურად საგრძნობლად გაზრდილი მაჩვენებლისა, მთავრობის წარმომადგენლები სრული „ლოქდაუნის“ გამოცხადებას არ აპირებენ და მხოლოდ წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებას აანონსებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები