LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნავთლუღის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობა აიკრძალება

65
ipiccy_image

დედაქალაქის მერია სამგორის მეტროსთან, ნავთლუღის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობას კრძალავს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა და იქვე დასძინა, რომ მერიის გადაწყვეტილებით, გარევაჭრობა ყველა მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე აიკრძალება.

„გვინდა მოვაწესრიგოთ სამგორის მეტროს მიმდებარე ტერიტორია, კერძოდ, ნავთლუღის ბაზრობის მიმდებარედ არსებული სივრცე. მინდა დავავალო მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს, კახა გულედანს, ასევე ისნის რაიონის გამგებელს ნიკოლოზ ელისაშვილს, დაიწყონ კომუნიკაცია გარემოვაჭრეებთან, ასევე ბაზრობის ხელმძღვანელობასთან, რომ მოხდეს ამ ადამიანების გადაყვანა ბაზრობის ტერიტორიაზე. ასევე, ის კონკრეტული ჯიხურები, რომელიც ხელს უშლის ადამიანების გადაადგილებას აიღოთ. ყველა მეტროს ტერიტორია მოწესრიგებული უნდა იყოს“, – განაცხადა კალაძემ.

მისივე ინფორმაციით, სიტუაცია უკვე მოგვარებულია ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გარევაჭრობა აღარ არის და ტერიტორიიდან ჯიხურებიც აღებულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები