მადრიდის ”რეალის” მეკარემ კეილორ ნავასმა სტილისტის უნარები თანაგუნდელ ისკოზე მოსინჯა. სხვათა შორის, ცუდი არ გამოვიდა.
პარიკმახერის მანქანით აღჭურვილმა გოლკიპერმა ისკოს ზედმეტი თმა ბაკეებთან შეჭრა და ცოტა თმაც შეუსწორა. თავად ისკო კმაყოფილი დარჩა.
”რეალი” წინასასეზონო მომზადების მეორე ნაწილს კანადაში მართავს, სადაც აშშ-დან გადავიდა.