12 ივლისს, ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერები უკრაინისა და საქართველოს პრეზიდენტებთან შეხვედრას გამართავენ. შეხვედრა ნატოს სამიტის ფარგლებში გაიმართება. შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ნატოს სამიტის პროგრამაშია ასახული.
„12 ივლისს ნატოს საბჭოს სხდომა გაიმართება სახელმწიფოების ლიდერების დონეზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტები,”- ნათქვამია ნატო-ს სამიტის პროგრამაში.
შეხვედრამდე ნატოს გენერალური მდივნისა და საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტების ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.