დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ ტრასის განცხადებით, NATO-ს ღია კარის პოლიტიკა მნიშვნელოვანია და ის უნდა გაგრძელდეს.
მისივე განმარტებით, თუ ფინეთი და შვედეთი ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით განაცხადს გააკეთებენ, გააძლიერებენ როგორც ნატოს, ასევე ევროპის უსაფრთხოებას.
„ნატოს ღია კარის პოლიტიკა არსებითად მნიშვნელოვანია და ის უნდა გაგრძელდეს. თუ ფინეთი და შვედეთი ალიანსში გაწევრიანებაზე განაცხადს შეიტანენ, ცხადია, ისინი გააძლიერებენ როგორც ნატოს, ასევე, მთლიანობაში ევროპის უსაფრთხოებას“, – განაცხადა ლიზ ტრასმა.
დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებთ საერთო ენის გამონახვას: სტოლტენბერგი თურქეთის პოზიციაზე