LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატოს ათობით ჯარისკაცი ლიეტუვაში კორონავირუსით დაინფიცირდა

151
22

ნატოს რამდენიმე ათეული ჯარისკაცი, რომლებიც ლიეტუვაში იმყოფებოდნენ, კორონავირუსით დაავადდნენ.

ცნობილია, რომ ერთ-ერთი დაავადებული ნიდერლანდელი ჯარისკაცი შინ გაგზავნეს. ბალტიისპირეთში განლაგებული ნატოს ძალების მთავარ ძალას შეადგენს ბუნდესვერას ბატალიონი, სადაც გერმანელების გარდა მინიმუმ შვიდი სახელმწიფოს ჯარისკაცები არიან.

ლიეტუვის თავდაცვის უწყებაში ამტკიცებენ, რომ მათი ქვეყნის ჯარისკაცებს კორონავირუსი არ აქვთ, ხოლო ნატოს ჯარები ლიეტუვის საჯარისო ფორმირებებიდან შორს არიან განლაგებული.

„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ყველა დაინფიცირებულს კორონავირუსი მსუბუქ ფორებში აქვს. სამხედრო ექიმსა და ნატოს ბატალიონის მედიკოსებს შეუძლიათ გაუმკლავდნენ დაავადებას“, – განაცხადა ლიეტუვის თავდაცვის სათაო ოფისის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა ანდრიუს დილდამ.

შეგახსენებთ, კორონავირუსმა უკვე აიძულა ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი, გაეუქმებინა სამხედრო წრთვნები, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი მასშტაბის იქნებოდა ბოლო 10 წლის განმავლობაში.

ამასთან, ლიეტუვის ხელისუფლება აღნიშნავს, რომ პანდემიამ კი არ შეამცირა, პირიქით გაზარდა რუსეთის მხრიდან საფრთხე და ამიტომ ნატოს კონტიგენტის შემცირებაზე საუბარიც კი არ შეიძლება, რომ იყოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები