LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

NATO-ს ვარშავის სამიტის მონაწილეებს ქართული ღვინით გაუმასპინძლდებიან

84

2016 წლის NATO-ს ვარშავის სამიტზე ღონისძიების მონაწილეებს ქართული ღვინით გაუმასპინძლდებიან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყების ინიციატივით, ღვინო სპეციალურად ვარშავის სამიტისთვის ჩამოისხა.

გარდა ამისა, ქართული ღვინით გაუმასპინძლდება საკუთარ კოლეგებს პოლონეთის თავდაცვის მინისტრი სამიტის ფარგლებში დაგეგმილ საპატიო ვახშამზე.

ქართული ღვინო საჩუქრად გადაეცემათ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის მონაწილე ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს.

ღვინოს ეტიკეტზე სამიტის ლოგო აქვს დართული და მითითებულია, რომ სასმელი სპეციალურად ვარშავის სამიტისთვის დამზადდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები