ესტონური პორტალი ERR წერს, რომ ნატო – ს მუდმივი სამხედრო – საზღვაო ჯგუფის გემები ბალტიის ზღვაში შევიდნენ და მონაწილეობას მიიღებენ წვრთნებში მოკავშირე მეზობელ ქვეყნებთან ერთად.
ჯგუფი 5 გემისგან შედგება და მას ხელმძღვანელობს ნიდერლანდების სამეფო საზღვაო ძალების მეთაური.
ესტონეთის საზღვაო ძალების მეთაურის, იური სასკის განცხადებით, წვრთნების დაწყება მომავალი კვირიდან იგეგმება.