LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატო-რუსეთის სამიტის წინ მჭიდრო კონსულტაციებს ვაწარმოებთ ჩვენს პარტნიორებთან, მათ შორის საქართველოსთან: იენს სტოლტენბერგი

57
იენს სტოლტენბერგი 2

ალიანსი მიესალმება იმას, რომ რუსეთი ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრას დათანხმდა, თუმცა, ნებისმიერი არსებითი დიალოგი ასევე უნდა შეეხებოდეს ნატო-ს შეშფოთებას რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებაშია აღნიშნული.

სტოლტენბერგის განცხადებით, მათი მხრიდან ყურადღება ევროპის უსაფრთხოების საკითხებზე, სამხედრო ქმედებებთან დაკავშირებულ გამჭვირვალობაზე, საფრთხეების შემცირებასა და შეიარაღების კონტროლზე გამახვილდება.

” ჩვენ ასევე მჭიდრო კონსულტაციებს ვმართავთ ჩვენს სხვა პარტნიორებთან, მათ შორის საქართველოსთან, მოლდოვასთან, ფინეთთან, შვედეთთან და ევროკავშირთან“, – განაცხადა სტოლტენბერგმა

“მივესალმები, რომ რუსეთი დათანხმდა ჩვენს შეთავაზებას მიმდინარე კვირაში ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრის გამართვის შესახებ. ეს არის პოზიტიური სიგნალი. ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ ევროპის უსაფრთხოების საკითხებზე, სამხედრო ქმედებებთან დაკავშირებულ გამჭვირვალობაზე, საფრთხეების შემცირებასა და შეიარაღების კონტროლზე. ჩვენ მოვისმენთ რუსეთის შეშფოთებას, თუმცა ნებისმიერი აზრიანი დიალოგი მიმართული უნდა იყოს ასევე რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით ჩვენ შეშფოთებაზეც და ის უნდა გაიმართოს უკრაინასთან კონსულტაციით, რასაც ჩვენ დღეს ვაკეთებთ. ჩვენ ასევე მჭიდრო კონსულტაციებს ვმართავთ ჩვენს სხვა პარტნიორებთან, მათ შორის საქართველოსთან, მოლდოვასთან, ფინეთთან, შვედეთთან და ევროკავშირთან“, – განაცხადა სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ნატო – უკრაინის კომისიის სხდომამდე უკრაინის ვიცე – პრემიერთან, ოლგა სტეფანიშინასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები