LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატო მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას – გაწევრიანდეს ალიანსში: იენს სტოლტენბერგი 

45
იენს სტოლტენბერგი 2

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას – გაწევრიანდეს ალიანსში. 

“ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სხვადასხვა გზით, მათ შორის რეფორმებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების მხარდაჭერით და ასეც გავაგრძელებთ,” – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

მისი თქმით, ნატო-ს კარი ღიაა და ეს მკაფიოდ გამოჩნდა, როდესაც ალიანსში სულ რამდენიმე წლის წინ მონტენეგრო და ჩრდილოეთ მაკედონია მიიღეს. როგორც იენს სტოლტენბერგის განაცხადა, ეს ცხადად აჩვენებს, რომ ნატოს  კარი ღიაა და ეს არ არის მხოლოდ თეორია, ეს არის რეალობა, რომელიც ნატოში ხდება, როდესაც ალიანსის წევრები თანხმდებიან და როდესაც ქვეყანა, რომელიც ნატოსკენ მიისწრაფვის, აკმაყოფილებს სტანდარტებს.

“ცოტა ხნის წინ შევხვდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს და იგივე გზავნილი გადავეცი, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას, გაწევრიანდეს ნატო-ში და ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სხვადასხვა გზით, მათ შორის რეფორმებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების მხარდაჭერით და ასეც გავაგრძელებთ.

ვერ ვისაუბრებ შეერთებული შტატების სახელით, მაგრამ მოუთმენლად ველოდები აშშ-ის სახელმწიფო მდივან ბლინკენის ხილვას აქ, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრიალზე და ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც განვიხილავთ, იქნება რუსეთი.

არც ერთ სხვა ქვეყანას, ნატო-ს წევრების და ასპირანტი სახელმწიფოების გარდა არ აქვს უფლება, გადაწყვიტოს, გახდება თუ არა ქვეყანა ნატოს წევრი. ყოველი სუვერენული ქვეყნის, მათ შორის საქართველოს, უკრაინის ან ბოსნია-ჰერცეგოვინას, უფლებაა, აირჩიოს საკუთარი გზა. სხვას ამ დემოკრატიულ პროცესში ჩარევის უფლება არ აქვს“, –დასძინა იენს სტოლტენგერგმა.

რუსეთი არღვევს საერთაშორისო კანონმდებლობას და იყენებს სამხედრო ძალას საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ: იენს სტოლტენბერგი