LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატო კორონავირუსის მეორე ტალღისთვის ემზადება:„არის გაკვეთილები, რომლებიც უნდა ვისწავლოთ”

114
BeFunky-collage (5)

„არის გაკვეთილები, რომლებიც უნდა ვისწავლოთ. არის რაღაცები, რაც უნდა გამოსწორდეს. სწორედ ამიტომ, ვიწყებთ ამ კრიზისიდან გრძელვადიანი გაკვეთილის გათვალისწინებას იმისთვის, რომ მომავალში შევძლოთ უფრო სწრაფი რეაგირება,” – ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა ტელეკომპანია „სკაი ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

“ამჟამად ჩვენ ფაქტობრივად ვმუშაობთ გეგმაზე კორონავირუსის მეორე ტალღისთვის, რათა შევძლოთ ჩვენი ძალისხმევის დაჩქარება და გაძლიერება“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მანვე აღნიშნა, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ პანდემია ნატოზე თავდასხმის საშუალებად გამოიყენა.

“ ჩინეთი და რუსეთი ცდილობდნენ, დაედანაშაულებინათ ნატო-ს მოკავშირეები კორონავირუსში. ცდილობდნენ, გაევრცელებინათ გზავნილი ნატო-ს მოკავშირეებს შორის მხარდაჭერის ნაკლებობის შესახებ და ასე შემდეგ“, – განაცხადა სტოლტენბერგმა ინტერვიუში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები