ნატო გელაშვილმა და მისმა შვილებმა შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო 11 აგვისტომდე დაგეგმილი ყველა კონცერტი გააუქმეს. ამის შესახებ მომღერლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ განცხადებას და სამძიმარს.
„ყველა გაგვაუბედურა და დაგვამუნჯა რაჭის ტრაგედიამ. ეს ის მდგომარეობაა როცა სათქმელიც არაფერი გაქვს და გიჟივით იმეორებ ღმერთო უშველე.. ღმერთო გადაარჩინე. ამდენი გარდაცვალება … ამდენი ტრაგედია გასკდა გული.. დღეს რაჭაში თითოეული ადამიანის ტკივილი და განსაცდელი თითოეული ჩვენთაგანის განსაცდელია.. ამიტომ ნატო გელაშვილის და ჩვენი, ჭოხოების ყველა ღონისძიება 11 აგვისტომდე რაც იყო დაგეგმილი გაუქმდა. მათ შორის გაუქმდა დღევანდელი 4 აგვისტოს კონცერტი ბათუმში- რესტორან რუსთაველში.
ჩვენ რაჭველებს და ყველა იქ მყოფ ადამიანს გამძლეობა ჰქონოდეს. სულით და გულით თქვენთან ვართ“ , – წერია განცხადებაში.