გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 6 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღისთვის მიძღვნილ კონცერტზე, კრემლის სახელმწიფო სასახლეში კონცერტი გაიმართება, რომელშიც წარმოშობით ქართული წარმოშობის მომღერლებიც მიიღებენ მონაწილეობას. როგორც აფიშიდან არის ცნობილი, რუსული ესტრადის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ამ კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: თამარა გვერდწითელი, სოსო პავლიაშვილი, A’Studio (სოლისტი ქეთა თოფურია).
პროდიუსერი ნატო დუმბაძე წერს, რომ ქეთა თოფურია ამ კონცერტზე მონაწილეობს არ იღებს. ამავე პოსტში დუმბაძე მიზეზად მომღერლის პირად პრობლემებს ასახელებს.
“მე კი ვიცოდი მაგრამ შეგნებულად არ ვწერდი. ბოლომდე მაინტერესებდა ვინ მტერი და ვინ მოყვარეა , მინდა გაგიცრუოთ იმედები და მოგახსენოთ რომ ქეთა ამ კონცერტზე პირადი პრობლემების გამო არ იღებს მონაწილეობას!
შეგრცხვათ? თუმცა არა ეს ხომ ის კასტაა გადაუმოწმებლად საკუთარს ხალხს ასე გადაუაროს და ბოლი გამოუშვას და ალანძღინოს!”, – წერს ნატო დუმბაძე.
ცნობისთვის, ომის დაწყების შემდეგ, ქეთი თოფურიამ ინსტაგრამის story-ში ფოტო გამოაქვეყნა, წარწერით – „არა ომს“.
“არა ომს” – ქეთა თოფურია უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება