პროდიუსერი ნატო დუმბაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, რომელიც ირაკლი კობახიძის მამას, გია კობახიძეს ეხება და დავით არახამიას განცხადებას ეხმიანება მისი „კგბ“-ს აგენტობის შესახებ:
„ერთს დავწერ, გია კობახიძეს ვიცნობ ახალგაზრდობიდან, ის უწესიერესი, უმაგრესი და სამშობლოს მოყვარული ადამიანია!
და „კგბ“-ს აგენტს ვინც ეძახის გიას, ჯერ ქართულად საუბარი ისწავლოს, გალკინმა ისწავლა ბოლო-ბოლო!
და ზოგადად, ვინ არის? ვის აინტერესებს მაგისი აზრი, თავისი მშობლიური რუსული ენა გააღრმავოს, ქართული რომ არაფერი აცხია!“