ნატო და საქართველო ავიამიმოსვლების მონაცემებს გაცვლიან. კერძოდ, მხარეები სამომავლოდ ერთმანეთს ავიატრასების რადარების მონაცემებს გაუზიარებენ. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო უკვე წარმატებულია და აძლიერებს ქვეყნის დემოკრატიულობას.
„ჩვენ ახლა განვიხილავთ, რა შეიძლება გავაკეთოთ დამატებით, რა ელემენტები დავუმატოთ ჩვენს თანამშრომლობას და ეს გულისხმობს, ავიამიმოსვლის მონაცემების გაცვლას. ჩვენ უნდა გავცვალოთ ეს ინფორმაცია ავიატრაფიკის შესახებ. ეს საქართველოსთვისაც კარგი იქნება და ნატოს ალიანსის წევრებისთვისაც,“ – აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.