ტელეკომპანია „იბერიის“ მფლობელი, ნატო ჩხეიძე ჟურნალისტ თამარ ურუშაძის პოსტს ეხმაურება.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს ყოფილი გენერალური დირექტორის და ამჯერად უკვე „მთავარი“ არხის დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას დღეს გაკეთებულ განცხადებას, რომ არხის თანამშრომლები ტელეკომპანია „იბერიის“ შენობაში დაიწყებენ მუშაობას, უარყოფითი გამოხმაურებები მოყვა იბერიას ყოფილი თანამშრომლებისგან.
ჟურნალისტმა თამარ ურუშაძემ, ამ გადაწყვეტილების გამო, განმარტება მოითხოვა ნატო ჩხეიძისგან. უკმაყოფილება გამოთქვა ვახო ხუზმიაშვილმაც.
ვახო ხუზმიაშვილი: „თუ რუსთავი 2 ში მისვლა არ შეიძლება, ჩვენი ადგილების დაკავება მოსულა?“
გთავაზობთ ნატო ჩხეიძის სტატუსს:
“სერიიდან:
ის, რაც ხდება
რადგან ჟურნალისტი თამარ ურუშაძე მე მომმართავს და პასუხს ჩემგან ელის, ცხადია, კიდეც გავცემ პასუხს.
ისე კი, ძალიან დასანანია, რომ ლამაზ სხეულში ყოველთვის ვერ ყოფილა ლამაზი სული… ?
მივყვეთ მოვლენებს:
ნიუსების ჟურნალისტებმა მიკროფონები დასდეს და ოპერატორებმა კამერები დააწყვეს 16 ოქტომბერს, გუშინ, 15 ოქტომბერს ბოლო 2 ივირის ხელფასის ჩარიცხვა 1 დღით რატომ დაგვიანდაო… და სანამ არ ჩაგვერიცხება, ვერც მოვალთო, არც ტრანსპორტის თანხა არ გვაქვსო, არც პატარის პამპერსის საყიდელი თანხა აღარ გვაქვს ოჯახში დასატოვებლად და არც მოხუცისთვის წამლის თანხაო და არც პურის საყიდელი თანხაო. 2 კვირიდან 2 კვირამდე ვცხოვრობთ და ვერც ერთ დღეს დაგვიანებას ვერ მოვითმენთო და… სუს-ის მიერ მიწოდებული მესიჯებით დაიწყეს აქციები პროფკავშირის დახმარებით და მათთან ერთად.
ამას ჰქვია, ჟურნალისტ ურუშაძის შეფასებით, იბერიას მხრიდან კარის გამოჯახუნება.
შეხვედრისას ერთ- ერთმა ჟურნალუსტმა პათეტიკურად მკითხა, ჩვენ რომ აქ ჯარისკაცებივით ვართ, ამას ვერ ხედავთო?
ვხედავ, როგორ ცერ ვხედავ- მეთქი, ვუპასუხე. მაგრამ ჯარისკაცი რომ იარაღს დასდებს, იმას დეზერტირი ჰქვია, ასე გამიგია- მეთქი, დავამატე.
მე ახლაც იგივე აზრის ვარ.
პ.ს. როგორც ჩანს, მორალს, ისევე, როგორც ბევრ სხვა რამეს, სხვადასხვა კუთხიდან უყურებენ ახვადასხვა მორალის ადამიანები.
პ.პ.ს.
იბერიას ყველა თანამშრომელლმა, უკლებლუვ ყველამ, მათაც, სიუჟეტების მომზადების ნაცვლად იბერიას წინააღმდეგ აქციებს რომ აწყობდნენ, მიიღეს მთელი ოქტომბრის ანაზღაურება.
იბერიას წინააღმდეგ აქციების მომწყობ 18 ჟურნალუსტსა და 39 ოპერატორ- მენონრაჟეს ახლა დავა აქვს სასამართლოში კონპენსაციაზე.
ჩვენი სასამართლოს სამართლიანობა ყველას მოეხსენება, მით უფრი პოლიტიკურად მნიშვნელოვან საკითზებზე.
როგორც ჩანს, მაინც ერთულებათ, რადგან თებერვლის მერე პროცესი არ განუახლებიათ.
უმუშევრად დარჩებილმა ამ ჟურნალუსტ- ოპერატორ- მენონტაჟეებმა ( ორგანიზატორებმაც და აყოლილებმაც ) კარგია იქნება იცოდნენ, რომ სანამ ნაბიჯს გადადგამენ, გაიაზრონ იმ ნაბიჯის მნიშვნელობა და გაიხსენონ ქართული ანდაზა : ვირმა პალო ამიაძრო, ერთი სხვასა ჰკრა სა ათი თვითონ”