რატომ არის თბილისი ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ქალაქი მსოფლიოში, – ამ სათაურით აქვეყნებს National Geograpohic-ი ტერა ისაბელა ბარტონის სტატიას თბილისზე.
”ფორტუნა” გთავაზობთ სტატიის შემოკლებულ ვერსიას.
”საქართველოს დედაქალაქი არის ჩვეულებრივი, მაგრამ მოწესრიგებული. ამის მიუხედავად, (ან იქნებ ამიტომაც) ის არის ყველაზე ორიგინალური ქალაქი მსოფლიოში.
ქალაქი ხმაურიანია და ქაოსური, საბჭოეთისდროინდელი ქუჩების სახელწოდებებით – ლესელიძე, დავითაშვილი, პეროვსკაია. ”კოკა-კოლას” მეორადი მოხმარების ბოთლებში ჩამოსხმული ღვინო მიწისქვეშა გადასასვლელში დოლარად იყიდება, ელექტროენერგია დღემდე ითიშება თბილისის ისტორიულ, ძველ ნაწილში, სახელად კალა.
ალბათ, ამიტომ არის ეს ქალაქი ასე საოცრად ორიგინალური, საუკეთესო მიზეზი მოგზაურობისთვის აღმოსავლეთ ევროპაში ან იქნებ მსოფლიოშიც.
გაძვერით მშრალი ხიდის ქვეშ, ”რწყილის ბაზრობასთან” და მოურიგდით ფასზე ყოფილ პროფესორს, რომელიც ხის ხატებს, საბჭოთა აირწინაღებს და თურქულ ჩაის ჭიქებს ყიდის.
თბილისი განსახიერებაა ადგილის, სადაც აღმოსავლეთი ხვდება დასავლეთს. ის მდებარობს აბრეშუმის გზის გზაჯვარედინზე, სადაც არაბულმა, ოსმალურმა, მონღოლურმა და რუსულმა იმპერიამ დატოვეს საკუთარი გამორჩეული კულტურული ნიშნები. შუაგულში კი ძველი ქალაქი – შეთეთრებულ ხის ავნებზე გადმოკიდებული ფარგადებით, წვერებიანი ქართველი მართლმადიდებელი მღვდლით, რომელიც ეჯახება ტურისტებს ვიწრო ქუჩებში. ეს არის მოურიგებელი ფანტაზია.
მაგრამ ქალაქის რეალობა არის ბევრად უფრო რთული და დამათრობელი.
გრიშაშვილის ქუჩაზე, გოგირდის აბანოების მიმდებარედ, მოსახლეობის უმრავლესობა დაკომპლექტებულია არაეთნიკური ქართველებით. ამ ტოლერნტულ ქალაქში შეხვდებით აზერბაიჯანელ მუსლიმებს – ნახევრად დამალულ ჩაიხანებში და ჩაის სახლებში, რომელებიც ”ბაქლავას” გთავაზობენ.
და, რა თქმა უნდა, დენი, რომელიც შესაძლოა, დროდადრო გაითიშოს.
მაგრამ ქართველები აანთებენ სანთლებს, აიჩეჩავენ მხრებს და დაგისხამენ კიდევ ერთ სასმელს.”- ნათქვამია სტატიაში.