LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

National Geographic Traveler-ის და Forbes-ის წარმომადგენლები საქართველოს ეწვივნენ

22

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით მე-3 Travel Media Forum გაიმართა. სამოგზაურო მედია ფორუმს გავლენიანი უცხოური გამოცემების ჟურნალისტები ესწრებოდნენ, მათ შორის National Geographic Traveler-ის და Forbes-ის წარმომადგენლები.

”საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებს საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია ჩაუტარდათ. Travel Media Forum-ის მიზანია, ბეჭდვითი, ელექტრონული და სატელევიზიო მედიასაშუალებით ქვეყნის ტურისტული მიმართულების პოპულარიზაცია. ფორუმის ფარგლებში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პრესტური გამართა. საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებმა ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა კუთხე დაათვალიერეს, დაათვალიერეს კურორტები და ტურისტული ადგილები, გაეცნენ ქვეყნის კულტურას, სამზარეულოს და ღვინოს“, – აღნიშნულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, ფორუმში 10 ჟურნალისტი და 1 ბლოგერი მონაწილეობდა. ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გიორგი ჩერქეზიშვილი და ნინო ჯავახაძე და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე დაესწრნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები