LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია თურნავამ USAID-სა და Mastercard-ს შორის ახალი პარტნიორობის დაწყების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

120
ნათია

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ  USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამასა და Mastercard Europe-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

მემორანდუმი საქართველოში ელექტრონული კომერციის გაძლიერების მიზნით USAID-სა და Mastercard-ს შორის ახალ პარტნიორობას ითვალისწინებს, რაც ბიზნესს და მომხმარებლებს დაეხმარება ისარგებლონ საქართველოს მთავრობის მიერ ელექტრონული კომერციის სფეროში გატარებული რეფორმებით. ელექტრონული კომერცია ქმნის ახალ შესაძლებლობებს ეკონომიკური ზრდისა და კეთილდღეობისთვის საქართველოს ევროპასთან დაახლოების პროცესში.

პარტნიორობის ფარგლებში ჩატარდება საინფორმაციო კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს ბიზნესისა და მომხმარებლის ცნობიერების ამაღლებას და ნდობის გაზრდას ელექტრონული ვაჭრობის მიმართ. ასევე, განხორციელდება ტექნიკური ექსპერტიზა წამყვან საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით, რომელიც მიზნად ისახავს ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის მხარდამჭერი ინსტრუმენტის, „გონიერი კონტრაქტების“ შემუშავებას.

როგორც ნათია თურნავამ სიტყვით გამოსვლისას  აღნიშნა, საქართველოს ელექტრონულ კომერციას მომდევნო რამდენიმე წელიწადში ორნიშნა წლიური ზრდის პოტენციალი აქვს.

„ეროვნული ბანკი ტექნოლოგიურ ინოვაციებს აქტიურად ავითარებს და ახალი ციფრული ვალუტის შექმნით პერსპექტიული ინოვაციების ხელშეწყობას გეგმავს. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო გამოცემამ Central Banking წელს CBDC ინიციატივისთვის ჯილდო გადმოგვცა. მოხარული ვარ, რომ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ როგორც USAID-თან, ასევე Mastercard-თან. ეს პარტნიორობა ფასდაუდებელია“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები