LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია თურნავამ „ნამახვანიჰესის“ გარშემო მიმდინარე კრიტიკა სამ ნაწილად დაყო: “თუ პირველ ორს იზიარებენ, რიტორიკაში არავის შევყვებით”

119
untitled-design-43 (1)

რამდენად უსაფრთხოა “ნამახვანჰესის” პროექტი, რა გავლენას იქონიებს გარემოზე და რა ტიპის კვლევები ჩატარდა ახალ ენერგოობიექტთან დაკავშირებით – ამ საკითხებთან დაკავშირებით დარგობრივი ეკონომიკის, ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე დეპუტატები ეკონომიკის მინისტრის განმარტებებს ისმენენ.

ნათია თურნავამ მოსახლეობასთან კომუნიკაციის დაწყების მნიშვენლობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მათი ამოცანაა, ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები უკეთ გადაწყდეს „ნამახვანიჰესის“ პროექტის ფარგლებში.

მინისტრმა პროექტის მიმართ ნდობის აღდგენაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ აუცილებლად ისაუბრებენ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადგილობრივი ჰიდრო რესურსის განვითარება ქვეყნისთვის, რათა მზარდი ეკონომიკა იმპორტზე არ იყოს დამოკიდებული.

რეალური ინვესტიცია თუ რიონის ხეობის განადგურების საფრთხე – რა ვიცით “ნამახვანჰესის” პროექტზე

ნათია თურნავამ “ნამახვანიჰესის” გარშემო მიმდინარე კრიტიკა სამ ბლოკად დაყო.

„პირველი ეს არის ზოგადად, უარყოფითი მიდგომა ჰესების მიმართ ე.წ. „არა ჰესებს“.

მეორე ნაწილი არის ჰომოფობიური და ქსენოფობიური რიტორიკა უცხოური ინვესტორის წინააღმდეგ მიმართული.

მესამე ნაწილი კი არის უფრო კონსტრუქციული, რომელიც კონკრეტულად პროექტის დეტალებს შეეხება.

მაინტერესებს, აქ ჩვენი ტრადიციული კრიტიკოსებიც არიან, აბსოლუტურად ღია ვართ და მზად ვართ ყველა კითხვას გავცეთ პასუხი, მაგრამ ამ სამი კონკრეტული ბლოკიდან რა რაკურსში მიმდინარეობს კრიტიკა ნამახვათან მიმართებაში. იზიარებენ თუ არიან ისინი პირველ ორს. ანუ იზიარებენ თუ არა ისინი, რომ საერთოდ „არა ჰესებს“ და იზიარებენ თუ არა ისინი იმ ჰომოფობიურ გამონათქვამებს, რაც გვესმის ამ უცხოური ინვესტორის მიმართ. თუ იზიარებენ ამ ნაწილში ჩვენ რიტორიკაში არავის შევყვებით.

მე და ჩემი კოლეგები ვამზადებთ პაკეტს, რომლითაც ინვესტორი უფრო მეტ სოციალურ პასუხისმგებლობას აიღებს მოსახლეობასთან მიმართებაში. საზოგადოების უფრო მეტი ჩართულობა გვინდა ვუზრუნველყოთ და ამის მექანიზმებსაც წარმოგიდგენთ უხლოეს დღეებში. ეს საკითხები გადაწყდება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, მაგრამ ისევ მოგახსენებთ, თუ არ იქნება საუბარი ზოგადად უაპელაციოდ, რომ ქართული ენერგეტიკა არ გვინდა და ასევე, თუ არ იქნება არაკორექტული გამონათქვამები უცხო ქვეყნის ინვესტორის მიმართ.

ცნობისთვის, 28 თებერვალს ქუთაისში, მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც მოქალაქეებმა ნამახვანჰესის მშენებლობა გააპროტესტეს. პროტესტს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია და პოლიტიკური პარტიებიც შეუერთდნენ.

“დაგვიბრუნონ ხეობა, გაუშვან აქედან თურქული კომპანია” – ქუთაისში ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქცია გაიმართა

თუ “ენკა” არ გავა ნამოხვანიდან, მოვაწყობთ ქალაქის პიკეტირებას, დავაყენებთ მანქანებს, მივატოვებთ აქ და წავალთ სახლებში – ნამოხვანელი აქტივისტი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები