LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია თურნავა წყალტუბოს პროექტზე: ქველმოქმედი მზადაა შეეხიდოს ბიზნესს

77
k

ეკონომიკის მინისტრი წყალტუბოს პროექტზე საუბრობს და ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა საქველმოქმედოა.

„ცოტა მეღიმება იმაზე, რომ მთავარი კითხვა წყალტუბოს პროექტთან დაკავშირებით იყო 1 ლარად, 2 ლარად, თუ 5 ლარად მოხდება გასხვისება და არა ის, რამდენად მასშტაბურ პოზიტივს მოუტანს ეს მთელ ქვეყანას. ჩემი აზრით, არასწორი აქცენტი იყო გაკეთებული,- ამის შესახებ ნათია თურნავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ წყალტუბოს განვითარების პროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

მინისტრი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას, წყალტუბოს განვითარებასთან დაკავშირებით , საქველმოქმედოს უწოდებს და აცხადებს, რომ ესაა ძალიან კარგი სინერგია ქველმოქმედს, სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის.

წყალტუბო ინვესტორებისათვის უფრო საინტერესო და ტურისტულად მიმზიდველი გახდება

კურორტის ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავებაზე კონკურსი წლის ბოლომდე გამოცხადდება

„წყალტუბო არა მარტო აღიდგენს ძველ დიდებას, არამედ აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ საინტერესო ტურისტული მიზიდულობის ცენტრად გადაიქცევა. ამისთვის ყველა წინაპირობა არსებობს. სახელმწიფო თავის სიტყვას იტყვის, ქველმოქმედი მზადაა შეეხიდოს ბიზნესს. წყალტუბოს განვითარების პროცესი ძალიან საჯაროდ დავიწყეთ. პირველ რიგში კეთდება გენგეგმა. გაზაფხულზე, როგორც კი გენგეგმის პირველი ეტაპი მზად იქნება , მზად ვიქნებით ბიზნესს კონკურენტულ ვითარებაში შევთავაზოთ წყალტუბოში არსებული ქონება. პირველ რიგში ეს ბიზნესისთვის იქნება შეთავაზებული და თუ შემდეგ დამატებითი რესურსი გახდა საჭირო, ჩაერთვება ბიძინა ივანიშვილი“,-განმარტა თურნავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები