საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა მონეტარული პოლიტიკისა და ფინანსური სტაბილურობის კომიტეტების ბოლო გადაწყვეტილებებზე სასაუბროდ ანალიტიკოსებს შეხვდა.
მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილების ნაწილში საუბარი შეეხო მიღებული გადაწყვეტილების დეტალურ ანალიზს, მის მიზანშეწონილობას, მაკროეკონომიკურ ტენდენციებსა და მაკროეკონომიკურ პროგნოზებს. ფინანსური სტაბილურობის მხრივ კი, ფინანსურ სისტემაში არსებული რისკების შეფასებაზე იმსჯელეს, სადაც ძირითადი აქცენტი, საშუალო და გრძელვადიანი პერიოდის გათვალისწინებით, ფინანსური სექტორის სტრუქტურულ მახასიათებლებსა და საქართველოს ეკონომიკის იმ ასპექტებზე გაკეთდა, რომლებიც მნიშვნელოვანია ფინანსური სტაბილურობისთვის.