Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ნათია თურნავა: აგროტურიზმი ტურიზმის სტრატეგიის ერთ-ერთი ქვაკუთხედი იქნება – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია თურნავა: აგროტურიზმი ტურიზმის სტრატეგიის ერთ-ერთი ქვაკუთხედი იქნება

104
197112512-4100617820027846-4253026922189925412-n

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ კახეთის გასტრონომიულ ტურში მიიღო მონაწილეობა. ტურის მიზანი გასტროტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და კახეთის რეგიონის გასტრონომიული შესაძლებლობების პოპულარიზაციაა, რომლის ფარგლებში, ცნობილი შეფმზარეულების მონაწილეობით კულინარიული მასტერკლასები გაიმართა.

მინისტრის თქმით, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ტურიზმის აღდგენა.

„პანდემია არამხოლოდ პრობლემა და გამოწვევა იყო, არამედ მან  ახალი შესაძლებლობების გაჩენის ბიძგიც მოგვცა. მათ შორის მნიშვნელოვანია, რომ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ტურისტები მონატრებული არიან უნიკალურ ტურისტულ ბაზრებს და ეძებენ რაღაც სიახლეს. ჩვენ, საქართველო კი ვართ ძალიან მდიდარი – სხვადასხვა კუთხით, სადაც არის თავისი უნიკალური წეს-ჩვეულებები, უნიკალური გასტრონომია, კერძები, რომლებიც მხოლოდ ამა თუ იმ რეგიონში შეიძლება დააგემოვნო. ამიტომ ასეთი გასტრო-ტურების მეშვეობით ვცდილობთ ქართული სამზარეულოს პოპულარიზაციას და გვინდა, რომ წარმოჩინდეს არამხოლოდ უკვე ცნობილი ტურისტული მიზიდულობის ცენტრები და ადგილები, მსხვილი ქალაქები, არამედ მცირე რეგიონული სასტუმროები, მცირე აგროტურისტული ობიექტები“ – აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე განცხადებით, აგროტურიზმი ჩვენი შემდგომი განვითარების, ტურიზმის სტრატეგიის ერთ-ერთი ქვაკუთხედი იქნება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყნის სოფლის მეურნეობა, სოფლის მეურნეობის პროდუქცია და მასზე მიბმული ტურისტული შესაძლებლობები წარმოჩინდეს, რასაც სწორედ ასეთი ღონისძიებები ემსახურება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები