LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია თურნავა 7 ათას ლარიან ავიაბილეთზე: ვერ გამოვრიცხავ და ვერც დავადასტურებ

87
83619042-3134714436618194-7941538411290960174-o

ეკონომიკის მინისტრი ავიაბილეთების ღირებულებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს და ამბობს, რომ არსებობს, ორი კატეგორიის ფრენა:  ე.წ. სოციალური, სუბსიდირებადი ფრენა და ჩვეულებრივი კომერციული, რეგულარული ფრენები.

„იმედი გვაქვს, რეგულარული ფრენები გაგრძელდება და ფასებიც ალბათ, დაახლოებით, ძველ ნიშნულს დაუბრუნდება”, – ამბობს ნათია თურნავა და იქვე დასძენს, რომ ფასწარმოქმნას ახდენს თვითონ კომპანია.

„ინფორმაცია გავრცელდა, რომ თითქოს ბილეთი 7 000 ლარი ღირდა. ვერ გამოვრიცხავ და ვერც დავადასტურებ, რომ რომელიმე ერთი ბიზნესკლასის ბილეთი იგივე თუნდაც, 2 აგვისტოსთან მიახლოებული ფრენის, ძვირი ღირდა, მაგრამ სანამ ამ ინფორმაციას გავავრცელებთ, ჩავიხედოთ ავიაკომპანია „ლუფთჰანზას“ საიტზე. ვიცოდი, რომ ამ კითხვას დამისვამდნენ და ამოვიღე, რაც ახლა უდევთ. 21 აგვისტო-10 სექტემბრის ორი გზა 1335 ლარი ღირს, ეს არის დაახლოებით იგივე, რაც ადრე ღირდა ეს ბილეთი. 18 სექტემბერი – 1 ოქტომბერი ორი გზა – 1298 ლარი ღირს. ბუნებრივია, რაც უფრო შორს არის ფრენის თარიღი, მით უფრო იაფია, რაც უფრო ახლოვდება, მით უფრო აძვირებს ავიაკომპანია და არსებობს სხვადასხვა კლასი. თუ ვსაუბრობთ ეკონომკლასზე, ეკონომკლასი დაახლოებით იგივეა, რაც ადრე ღირდა და აქ რაიმე არსებითი ცვლილება არ მომხდარა. თუკი, ბიზნესკლასზე ვსაუბრობთ და ფრენა არის ხვალ, ასევე არის ბოლო ბილეთი დარჩენილი, ეს იმ კატეგორიისთვისააა, ვინც მეტს იხდის, ეს არის საბაზრო ეკონომიკა“, – აცხადებს თურნავა.

მინისტრი იქვე განმარტავს, რომ „ლუფთანზა“ არასდროს გამოირჩეოდა დაბალბიუჯეტიანი ფრენებით, ეს არ არის დაბალბიუჯეტიანი კომპანია განსხვავებით „რაინეარისგან“ და „ვიზიარისგან“, მათ აქვთ თავიანთი პოლიტიკა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები