LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია თურნავა – 1 იანვრიდან იმ პირებს, რომელთა ჯამური სასესხო ვალდებულებები 300 000 ლარამდე იქნება, ახალი სესხების აღება მხოლოდ იმ ვალუტაში შეეძლებათ, რომელშიც შემოსავალი აქვთ

183
ნათია

დოლარიზაციით გამოწვეული რისკების შერბილების მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკი რეგულირებულ ფინანსურ ინსტიტუტებს დამატებით მოთხოვნას უწესებს – 2024 წლის 1 იანვრიდან იმ პირებს, რომელთა ჯამური სასესხო ვალდებულებები 300 000 ლარამდე იქნება, ახალი სესხების აღება მხოლოდ იმ ვალუტაში შეეძლებათ, რომელშიც შემოსავალი აქვთ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მოსახლეობის სავალუტო რისკისგან დაცვას ისახავს მიზნად, რადგანაც უკანასკნელ პერიოდში ევროკავშირსა და აშშ-ში გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის გამო დოლარისა და ევროს სესხებზე განაკვეთები მზარდ ტენდენციას ატარებს.

„ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ღონისძიებების ფონზე დოლარიზაცია მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა ის და მასთან დაკავშირებული სტრუქტურული რისკები ფინანსური სექტორისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. უცხოურ ვალუტაში დენომინირებულ, უმეტესად ცვლადგანაკვეთიან სესხებს, თან ახლავს საპროცენტო და გაცვლითი კურსის რისკები. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით საყურადღებოა უცხოურ ვალუტაში არაჰეჯირებული მსესხებლების მაღალი წილისა და რეგიონის ვალუტების გაცვლითი კურსის გაზრდილი მერყეობის პირობებში“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები