LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია თოდუა და გურამ ბაღდოშვილი მოუწოდებენ ადამიანებს, რესტორნიდან ცხელი წვნიანი და პური წაუღონ მათ, ვისაც ძალიან სჭირდება

158
gurambagdoshvili201211

შეფმზარეულ გურამ ბაღდოშვილის წამოწყებას საზოგადოება დადებითად შეხვდა. ყოველ დღე მის კუთვნილ რესტორანში „ჩვენი“ მზადდება ცხელი სადილი, რომელსაც გაჭირვებულ ადამიანებს ურიგებენ.

ახლახან ამ სიახლის შესახებ საზოგადოებას მომღერალმა ნათია თოდუამ ამცნო, რომელიც გურამის რესტორანს ესტუმრა და აღნიშნა:

„გურამთან მოვედი და დამხდა საოცრება, რამდენმა ადამიანმა გადაწყვიტა გურამისა და მისი გუნდის იდეის გაზიარება, ეხმარებიან მაქსიმალურად, რისი საშუალება აქვთ. მზად არიან, დაეხმარონ მოახლეობას, ვისაც სჭირდება ცხელი საჭმელი და პური“.

გურამ ბაღდოშვილი კი აღფრთოვანებულია იმით, როგორი თანამდგომა გამოხატა ამ იდეისადმი მისმა სამეგობრო წრემ თუ სხვადასხვა კომპანიამ – „დიდი მადლობა, რომ გჯერათ ამ პროექტის. ემოციებს ვერ ვთოკავთ, დიდი პასუხისმგებლობა ავიღეთ ჩვენმა გუნდმა. სამწუხაროდ, საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მუშაობს, თუ იცით, რომ სამეზობლოში გყავთ ადამიანი, რომელსაც ცხელი წვნიანიც და პურიც კი უჭირს, მობრძანდით და თქვენ წაუღეთ. ზოგიერთისთვის ეს შეიძლება სიცოცხლის გადარჩენას უდრიდეს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები