LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია მეზვრიშვილი: ცესკო-ს მიერ დამონტაჟებული აუდიო-ვიდეო ფიქსაცია საარჩევნო ბიულეტენის წინა გვერდს ვერ აფიქსირებს

54
ნათია მეზვრიშვილი

„ცესკო-ს მიერ დამონტაჟებული აუდიო-ვიდეო ფიქსაცია საარჩევნო ბიულეტენის წინა გვერდს ვერ აფიქსირებს და ხმების მანიპულირებით რისკებს ვერ აზღვევს“, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

როგორც მეზვრიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ვიდეო-ფიქსაციაში მხოლოდ ბიულეტენის სილუეტი ჩანს და შინაარსის გარკვევა შეუძლებელია.

„მოვითხოვთ ცესკო-სგან, უზრუნველყოფილი იქნეს დადგენილებით გათვალისწინებული ვალდებულების სრულყოფილად შესრულება, ხმის მიცემის პროცესის აუდიო-ვიდეო ფიქსაცია ისე, რომ ბიულეტენის წინა გვერდზე გამოსახული ინფორმაცია სრულად დაფიქსირდეს,“- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.