LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია ლაზაშვილის ქმარმა სამსახური მეუღლის ტელევიზიაში დაბრუნების გამო დატოვა

9028
ნატია (1)

რუსთავი 2-ში დაბრუნებული ნათია ლაზაშვილის მეუღლე კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას ტოვებს. გიორგი ფრუიძემ პარლამენტს ამ თხოვნით უკვე მიმართა.

მას შემდეგ, რაც ლაზაშვილის ტელევიზიაში დაბრუნების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, იურისტებმა გააკეთეს განცხადება, რომ ეს ყველაფერი მაუწყებლობის შესახებ კანონს ეწინააღმდეგებოდა. 

რადიო “ფორტუნა” ლაზაშვილის ტელეეკრანზე გამოჩენამდე საიას იურისტს ესაუბრა.

კანონის მე -11 მუხლი ადგენს, რომ კომისიის წევრის ოჯახის წარმომადგენელს არ აქვს უფლება ასრულდებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ სფეროში, რომელიც კომისიის რეგულირების სფეროს განეკუთვნებაეს იქნება ინტერესთა კონფლიქტი”, – აცხადებს მარიამ გოგოსაშვილი. 

იურისტის თქმით, აქ სხვა ტიპის კითხვებიც ჩნდება. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ტელევიზიასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას კომისიის წევრი მიკერძოებული იქნება.  

ნათია ლაზაშვილის მიერ შექმნილი ბოჰემური სახლი, რომელიც ქირავდება [ფოტოები]

წამყვანის მიერ შექმნილი ინტერიერით, მისი მეგობრები აღფრთოვანებულები არიან.

შესაბამისად, მხოლოდ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას შეუძლია ტელევიზიის დაჯარიმება, თუ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვალდებულებებს არ შეასრულებს.

შეგახსენებთ, ნათია ლაზაშვილი, რომელმაც რუსთავი 2 2012 წელს დატოვა, ახლა ისევ “კურიერის” წამყვანად დაბრუნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის 9 საათიან საინფორმაციო გამოშვებას წაიყვანს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები