რუსთავი 2-ის წამყვანის ნათია ლაზაშვილის ქმარი, გიორგი ფრუიძე შესაძლოა სემეკის წევრი გახდეს. ინფორმაციას ამის შესახებ on.ge ავრცელებს. როგორც ცნობილია, პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოს პრეზიდენტს, ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიაში კანდიდატად კომუნიკაციების კომისიიდან წამოსული, გიორგი ფრუიძის კანდიდატურა შესთავაზა. კანდიდატურა პარლამენტს დასამტკიცებლად უკვე გადაეგზავნა.
იმუშავებს თუ არა ნათია ლაზაშვილი უხელფასოდ
ნათია ლაზაშვილი თუ ხელფასს აიღებს, მის ქმარს სამსახურიდან გაათავისუფლებენ
ცნობისთვის, 2018 წელს გიორგი ფრუიძემ, მაშინ როცა კომუნიკაციების კომისიაში მუშაობდა 192 000 ლარი გამოიმუშავა, სემეკის წევრების ანაზღაურება 130 000 ლარია.
გიორგი ფრუიძეს თანამდებობის დატოვება ინტერესთა კონფლიქტის გამო მოუწია, როცა მისი მეუღლე, ჟურნალისტი ნათია ლაზაშვილი 9 საათიანი კურიერის წამყვანი გახდა.
მაუწყებლობის შესახებ კანონით (მუხლი 11), კომისიის წევრს ინტერესთა კონფლიქტი აქვს, თუ მისი ოჯახის წევრი ანაზღაურებად საქმიანობას ასრულებს იმ პირისთვის, რომელიც კომუნიკაციების კომისიის რეგულირების სფეროში შედის.
ნათია ლაზაშვილი თუ ხელფასს აიღებს, მის ქმარს სამსახურიდან გაათავისუფლებენ