LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია ლაზაშვილის ახალი პროფესია: „პროფესიონალების რჩევები მიყვარს, სხვისი სურვილების გათვალისწინება – არა“

373
natialazashvilinews

ჟურნალისტობის გარდა, ნათია ლაზაშვილს, შეიძლება ითქვას, მეორე, შეძენილი პროფესია აქვს ის ინტერიერის დიზაინითაა გატაცებული და ამ მიმართულებით ნამუშევრებისთვის არაერთხელ მიუღია კომპლიმენტები. მის სახლებს, რომლებიც ტურისტებზეა გაქირავებული, პანდემიის დროსაც კი არ დაჰკლებია სტუმრები. მიზეზი, როგორც ნათია ჟურნალ „თბილისელებთან“ ამბობს, გამორჩეული თბილისური გარემოა, რომელიც მის სახლებშია შექმნილი.

ნათია ლაზაშვილის მიერ შექმნილი ბოჰემური სახლი, რომელიც ქირავდება [ფოტოები]

წამყვანის მიერ შექმნილი ინტერიერით, მისი მეგობრები აღფრთოვანებულები არიან.

ნათია ლაზაშვილი:

„ტურისტებისთვის რამდენიმე სახლი მაქვს გაკეთებული, მათ შორის ჩემი და ჩემი ძმის და პანდემიის დროს არც ერთი არ ყოფილა ცარიელი. ალბათ, ეს იმ სტილის დამსახურებაა, რომელიც ასეთი ბინებისთვის ავარჩიე. კომფორტის გარდა, სტუმრებს თბილისური სულიც უნდა დაახვედრო, რომლითაც ეს ქალაქი ყველას ხიბლავს. რაც შეეხება ფინანსებს, ვიცოდი, რომ არანაირ რისკზე არ მივდიოდი და ყველა პროექტი გაამართლებდა.

ჩემთვის კეთების პროცესი უფრო საინტერესოა. როდესაც ვასრულებ ბინას ან სახლს, იმ დღიდან ვიწყებ ფიქრს ახალზე. შეფასებების გარდა, შეთავაზებაც ბევრი მაქვს, მაგრამ როცა საქმე სხვის ობიექტს ეხება, ეს თემას ართულებს. ბოლომდე თუ მანდობენ და არ ჩამერევიან, მაშინ – დიდი სიამოვნებით. პროფესიონალების რჩევები მიყვარს, სხვისი სურვილების გათვალისწინება – არა (იცინის)“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები