ზაზა კოლელიშვილის მეუღლე, ნათია გოგოჭური ჟურნალ „სარკესთან“ იხსენებს, როგორი დეპრესია ჰქონდა მის მეუღლეს:
„ზაზას დეპრესია ჰქონდა – საპენსიო ასაკი დაუდგა. წლების მატებას ვერ გრძნობ, სანამ სიტყვა „პენსია“ არ დაიხატება ჰორიზონტზე. პანდემიამაც გაუმძაფრა დეპრესია. არაფრის გაკეთება აღარ უნდოდა, მაგრამ უკვე გამოცოცხლდა. აქვს თეატრებიდან შემოთავაზება და მალე სცენაზეც გამოჩნდება“.