ირაკლი ალასანიას ცოლი, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე “ფეისბუქზე” შვილის ჯვრისწერის ფოტოებს ასაჯაროებს. ნიკა ალასანია მარტში დაქორწინდა, მისი რჩეული ნუცა ადამიაა.
“ამდენი ხანი ვითმენ, ვითმენ… სულ რამდენიმე ფოტოს დავდებ რა დე, არ მეჩხუბოთ,” – წერს ფანჯიკიძე.
ფოტოების მიხედვით ჩანს, რომ პატარძალმა ორიგინალური გადაწყვეტილება მიიღო ქორწილის წვიმიან დღეს, მას თეთრი საპატარძლო კაბა და შავი ფერის ბათინკი ეცვა.