სოციალურ ქსელებში პოპულარულია „იმედის დღეში“ ფსიქოლოგ ნათია ფანჯიკიძის სტუმრობის ვიდეო, სადაც ის მოზარდებში ნარკოდამოკიდებულების შესახებ საინტერესოდ საუბრობს.
გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს ამ ინტერვიუდან.
„12 წლამდე ბავშვებისთვის უფროსი ადამიანები ჯერ კიდევ არიან ავტორიტეტები, მით უმეტეს, თუ ხელნაკრავი არ არის და მას მშობელი არ ტოვებს. ამ დროს ბავშვი ყველაფერს გვიჯერებს. როცა ვეუბნებით, სიგარეტი ცუდია და ჩვენ ვაბოლებთ, მაინც სჯერა, რომ სიგარეტი ცუდია და ჩვენზე ნერვიულობს, რატომ ეწევი, არ მოკვდეო…
12 წლის შემდეგ ავტორიტეტები იმსხვრევა და კიდეც უნდა დაიმსხვრეს. ბავშვმა უნდა დაიწყოს შეკითხვების დასმა და დაპირისპირება სამაყროსთან. აქ გვაქვს ყველაზე რთული პერიოდი, როცა მოზარდისთვის სოციუმის წევრობა არის რომელიღაც ჯგუფთან თავის გაიგივება და ეს ძალიან რთულია, ბავშვი იბნევა, არ აქვს ცხოვრების ხერხები… აქ ყველაზე მთავარია, როცა მოზარდმა არ იცის, როგორ თქვას არა. როცა ჩვენ ნიუ იორკში ვცხოვრობდით, ჩემმა შვილმა, რომელიც მაშინ 12 წლის იყო, მითხრა, როგორ შესთავაზეს მას თანატოლებმა მარიხუანა. გაფართოებული, შეშინებული თვალებით მიყურებდა. და მე უარი ვუთხარიო. ვა, ყოჩაღ-მეთქი, ვუპასუხე და არ გავამახვილე ზედმეტი ყურადღება. გავიდა ერთი კვირა და იგივე კითხვა დამიბრუნა. მივხვდი, რომ რაღაცის გაკეთება იყო საჭირო. ვკითხე, იყვნენ თუა რა ისინი, ასე ვთქვათ, „ქულ ტიპები“. მიპასუხა, რომ კი. შენ რა „ქულ“ და მაგარი ხარ, რომ მათი აზრი არ გაინტერესებს და უარის თქმა შეძელი-მეთქი. ეს სამაშველო რგოლი მას ძალიან დაეხმარა. რისაც მას ეშინოდა, რომ დედიკოს ბავშვად არ ჩაეთვალათ, მაგრამ მას შეეძლო ეთქვა, თქვენ ძალიან კარგი ტიპები ხართ, მაგრამ მე უფრო კარგი ტიპი ვარ… ძალადობის გვირაბში გავლა და რაღაცებზე უარის თქმა ძალიან რთულია…“