უკრაინულ მედიაში ვრცელდება რუსი სამხედროების ფოტოები, რომლებიც აზოვის პოლკმა ტყვედ აიყვანა.
ერთ-ერთ ფოტოში, რომელზეც რუსი ტანკისტია გამოსახული, ასევე ჩანს მებრძოლი – მხარზე საქართველოს დროშით.
გავრცელებულ ფოტოს სოციალურ ქსელში ეხმიანება ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე:
“ტყვედ აყვანილი რუსი ტანკისტის უკან, მეომრის მხარზე საქართველოს დროშა ჩანს.
არცერთი ქართველი რომ არ ყოფილიყო “აზოველებს” შორის, მაინც მათზე ფიქრით ვიძინებ და ვიღვიძებ, მაგრამ კიდევ ერთხელ და კიდევ მემილიონეჯერ რომ ვიცოდეთ, ქართველებო, რატომ არ გვაქვს მშვიდი ძილის და რუსული საკვები პროდუქტების თქვლეფის უფლება.
იქნებ ცოტაა ჩვენი მონდომება, მაგრამ იყოს ცოტა, ვიდრე არაფერი – ყველა თეთრი თითო ტყვიის შეძენას აკლდება”, – წერს ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში.