LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია ბანძელაძე: „სხვანაირი და დიდი სიყვარული იცოდა…და რატომ იცოდა? ახლაც იცის..ყველა ნაბიჯზეა, დღე არ გავა მასზე სიკეთით და სიყვარულით სავსე მადლიერების მოგონება არ გამიზიარონ, სრულიად უცხო ადამიანებმა!“

1570
fot

ნათია ბანძელაძე მეუღლეს, ყველასათვის საყვარელ „გოგიჩას“ ემოციური სიტყვებით იხსენებს.

ამის შესახებ ნათია სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ დღე არ გავა გიორგიზე სიკეთით დასიყვარულით სავსე მადლიერების მოგონება არ გაუზიარონ.

„ყველაზე ძალიან ნერვიულობდა როცა, მორიდებით, მაგრამ მაინც მემილიონეჯერ ვეტყოდი ,,გიო ეს ბავშვი გყავს დღეს და მთხოვეს რა რომ… და აქ იწყებოდა – მომენტალურად თვალები ევსებოდა ცრემლით და მართლა პატარა ბავშვივით, უხერხულობით გულნატკენი მიბრუნებდა პასუხს ,,აი გრიშა მითხარი ამდენი ბედნიერი ბავშვი რომ მიყურებს და ყველა ერთნაირად ელოდება ჩემგან კონტაკტს, რომელს მოვუბრუნდე, ზურგი შევაქციო და იმ ერთს დაველაპარაკო ?… ისედაც სულ მაგას ვნერვიულობ, რომ ვინმე არ დამეჩაგროს და ყველა ერთნაირად მყავდეს… მგონი არავისთვის უწყენინებია, უფრო მეტიც, ახლა განდობილი საიდუმლოს შემდეგ ხომ გჯეროდათ რომ თქვენს შვილთან უფრო მეტად იყო! ბედნიერი იყო ჩემი გიო, სხვანაირი და დიდი სიყვარული იცოდა…და რატომ ,,იცოდა,,???? ახლაც იცის და ახლაც ყველა ნაბიჯზეა, დღე არ გავა მასზე სიკეთით დასიყვარულით სავსე მადლიერების მოგონება არ გამიზიარონ, სრულიად უცხო ადამიანებმააა! აი ასეთია ჩემი ბიჭი, რომელიც ახლა სხვა სამყაროში მოგზაურობს და იქ, პატარა ციცინათელებს უფერადებს სივრცეს… 2 წელზე მეტი ვიბრძოლეთ და ერთმანეთისთვის, ამ განუზომელი ტკივილით სავსე დროშიც კი ერთმანეთი ვაბედნიერეთ, ,, ვითომ არაფერი ხდებოდა,, ამ 2 წელმა, ის 31 წელი ხელახლა ჩაიტია, ისე როგორ უშენობის 4 წელმა, უფრო მეტი გაგხადა ჩემთვის ! მადლობ შენ ყველაფრისთვის, იმისთვის რაც შენით მაქვს და ბედნიერება ჰქვია, შვილები, შვილიშვილები:) ბაბუ შენს სიმღერებზე ჩვენ უკვე ვმღერით და ვცეკინობთ კიდეც :)): ტუკლიკუნა სულ ჩვენთან ხარ, მაგრამ მაინც ძალიან შორს ხარ…მიყვარხარ, კი იცი მაგრამ მაინც …“ – წერს ნათია ბანძელაძე.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები