LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია ბანძელაძე: „მაინც მატირა… გიო, რა საშინელი სიცივეა…“

14044
natia-bandeladze12

ჟურნალისტი ნათია ბანძელაძე მეუღლეს, გიორგი გოგიჩაიშვილს სოციალურ ქსელში სტატუსით ემშვიდობება. მსახიობი სიმსივნის დიაგნოზით რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.

ნათია ბანძელაძე:

„…მაინც მატირა, ყველა გვატირა… 18 წლიდან ერთად ვიზრდებოდით, მან მასწავლა სიყვარული, ურთიერთპატივისცემა, როგორ შეიძლებოდა, მტერი არ გყოლოდა ,როგორ უნდა გყვარებოდა, რომ უსულო საგნებსაც სტკიოდათ და უხაროდათ, ჭიანჭველა რომ არ უნდა მომეკლა, იმიტომ, რომ ის შვილისთვის შაქრის მიტანას ცდილობდა… როგორ არ შეიძლებოდა, ჩემს ლექსიკაში ყოფილიყო სიტყვა „მეზიზღება“.

30 წელი ჩვენი ზღაპრული, ზღაპრული სამყაროს გმირი იყო, რომელიც დაუნდობელი სამყაროსგან გიცავდა ისე, რომ ბოროტსაც მაინც კეთილად დაგანახვებდა. ჩემი სიკეთის სხივი, დიდი პატარა ბავშვი არასდროს გაიზარდა და უცებ, არასდროს რომ არ გავბუტულვართ, შუა თამაშში მიმატოვა… რატომ???

რა საშინელი სიცივეა, იციიი გიო, მიყვარხარ…

ჩემი სიკეთის სხივი, რომელმაც ყველა ჩვენთაგანი გაათბო! მადლობა თითოეულ თქვენგანს, ვინც ამ არაჩვეულებრივი, მზით სავსე, დიდი პატარა ბავშვის, სიცოცხლის წამის მეასედიც კი მაჩუქეთ ამ ბრძოლაში…

მხეცს შეუყვარდა, ბრძოლა მე წავაგე, მაგრამ ღირსეულად ვატარებ ამ ტვირთს და შენი წესებით ვიცხოვრებ, არ ინერვიულო, რაა… მიყვარხარ“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები