LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია ბანძელაძე: „ჩემი, ჩვენი დიდი ბავშვი 55! გოგიჩას დაბადებას გაუმარჯოს, იმიტომ რომ ეს მზე ყველას მოგვწვდა და თავის სხივი ყველას დაგვიტოვა!“

313
fot

ნათია ბანძელაძე სოციალურ ქსელში მსახიობ გიორგი გოგიჩაიშვილის ფოტოს ათავსებს და გარდაცვლილი მეუღლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ემოციური პოსტს აქვეყნებს.

ყველასათვის საყვარელ „გოგიჩას“ დღეს 55 წელი შეუსრულდებოდა.

„ჩემი, ჩვენი დიდი ბავშვი 55!!! გოგიჩას დაბადებას გაუმარჯოს, იმიტომ რომ ეს მზე ყველას მოგვწვდა და თავის სხივი ყველას დაგვიტოვა! უფრო მიყვარხარ, უფრო მიყვარხარ!!! როგორ ახერხებ არ ვიცი, მაგრამ ყველგან და ყოველთვის ხარ როცა ძალიან უშენოდ ვარ!

არ გისაყვედურებ ჩემო დიდო ბავშვო, მადლობა ამ ზღაპრისთვის, ცხოვრების ამ ზღაპარივით ურთიერთობისთვის , დიდი სიყვარულისთვის , ჩვენი თამაშისთვის , და რაც მთავარია!!!

ამდენი გოგიჩა რომ მყავს გარშემო!!! მიყვარხარ ჩემო ბიჭო, გონებაში, გულში, სხეულში, ჰაერში სულ ხარ და სულ მყავხარ! აბა თქვენ იცით, მანდ ბევრი კარგი ხართ !!!! გილოცავ ჩემო სიკეთის ბიჭო! როგორც, შენი სიყვარულის ნაყოფი და გენი ამბობს „ბუ მიკაკააა“, – წერს ნათია ბანძელაძე.

შეგახსენებთ, მსახიობი და ტელეწამყვანი გი­ორ­გი გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი 2019 წლის 4 ივლისს, 51 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. გოგიჩა მძიმე სენს ებრძოდა.

„მოდით, ცუდს ნუ დავინახავთ, ერთმანეთის კარგი დავინახოთ…” – ნათია ბანძელაძე „გოგიჩას“ ემოციურ წერილს გვიზიარებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები