LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათელი პასუხები გვჭირდება, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დეოლიგარქიზაცია მოხდეს: სამხარაძე

65
ნიკოლოზ სამხარაძე

საჭიროა ნათლად განიმარტოს, რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია – ეს არის საკითხი, რამაც ქვეყანაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, – ეს განცხადება ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ნიკოლოზ სამხარაძემ გააკეთა.

როგორც სამხარაძემ ამ კონტექსტში აღნიშნა, ევროკომისიის პრეზიდენტისადმი პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის წერილს კონკრეტული თემა ჰქონდა და ეს თემა სწორედ დეოლიგარქიზაციის საკითხის განმარტებას ეხებოდა.

„საკითხმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. დღევანდელ შეხვედრაზეც გვქონდა საუბარი იმ რამდენიმე საკითზე, რომელიც ევროკომისიის რეკომენდაციებში ბუნდოვანია და საჭიროებს დამატებით განმარტებებს. სტუმარიც დაგვეთანხმა, რომ ამ თემებზე საჭიროა ევროკავშირთან ერთად ვიმუშაოთ იმისთვის, რომ შემდეგ არ იყოს გაუგებრობები, თუ რას ნიშნავს დეპოლარიზაცია, რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია, რას ნიშნავს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა.

12 რეკომენდაციიდან ზოგიერთი ბუნდოვანია და გაზომვადი არ არის. საკითხებზე, რომელიც გაზომვადი არ არის, ჩვენ გვჭირდება ნათელი პასუხები.

ერთ-ერთი თემა, რომელიც ბუნდოვანია, დეოლიგარქიზაციაა. ამაზე ნათელი პასუხები გვჭირდება, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დეოლიგარქიზაცია მოხდეს. უნდა მივიღოთ ისეთი კანონი, როგორც უკრაინამ მიიღო?“, – განაცხადა სამხარაძემ.

კითხვაზე, პრემიერის წერილით ხომ არ დადასტურდა საქართველოში არაფორმალური მმართველობის არსებობა, სამხარაძემ აღნიშნა, რომ არაფორმალური მმართველობა წერილით, სატელეფონო ზარით ან რაიმე სხვა ერთჯერადი ქმედებით არ შეიძლება დადასტურდეს.

„არაფორმალური მმართველობა შეიძლება დადასტურდეს მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნათელი ფაქტებია იმის, რომ ვიღაც გარედან ერევა სახელმწიფოს ან მთავრობის მმართველობაში“, – დასძინა ნიკოლოზ სამხარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები