LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატალია ყიფშიძე: „ვალენტინობის დღე – ბავშვობიდან მაგრძნობინებდა თავს მარტოსულად, თითქოს სიყვარული მხოლოდ რომანტიკული უნდა ყოფილიყო…“

143
ნატალია ყიფშიძე

ნატალია ყიფშიძე ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით „ინსტაგრამზე“ სტატუსს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ეს დღე ბავშობიდან თავს მარტო აგრძნობინებდა:

„ვალენტინობის დღე – ბავშვობიდან მაგრძნობინებდა თავს მარტოსულად, თითქოს სიყვარული მხოლოდ რომანტიკული უნდა ყოფილიყო. ბევრი წელი დამჭირდა ამ სიტყვის რეალური განმარტების გაგებისთვის: თურმე, სიყვარულია, შენს თავთან კარგად რომ ხარ, საკუთარ ბროწეულს რომ კრეფ, შენს პატარა ძმას რომ აცეკვებ და მუსიკაზე ხმამაღლა მისი კისკისი ჩაგესმის, შენს გარშემო მეგობრებსა და ოჯახის წევრებს რომ აკვირდები და ცდილობ, დაიმახსოვრო მათი ღიმილი – აი, ეს ყველაფერია სიყვარული.. ჰოდა, მეც მიყვარხართ ყველა ჩემ გარშემო, რომლებსაც ჩემს ღიმილში წვლილი მიგიძღვით“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები