LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატალია ყიფშიძე: „დედაც და მამაც ყოველთვის მიზიარებენ თავიანთ ცხოვრებისეულ გამოცდილებას… ერთი ადამიანი დარჩა ჩემი ოჯახიდან, ვისგანაც სერიალზე შეფასება არ მიმიღია და ეს ზურაა…“

1337
ყიფშიძეები

ცნობილი ოჯახიშვილი ნატალია ყიფშიძე ჟურნალ „სარკის“ კითხვებს პასუხობს. ის „ცვალებად ნიშნებში“ თამაშობს და ოჯახიდან, ერთადერთი, ვისგანაც სერიალის შესახებ შეფასება არ სმენია, ცნობილი ბაბუაა:

„მხოლოდ ერთი ადამიანი დარჩა ჩემი ოჯახიდან, ვისგანაც შეფასება არ მიმიღია და ეს ზურაა. ვერ მოვიცალეთ, რომ ერთად დავმსხდარიყავით საყურებლად. აუცილებლად ჩავუსხდებით ერთად და შემდეგ მისგანაც მივიღებ რჩევებს…“

ნატალია ინტერვიუში აღნიშნავს, რომ დედისა და მამისგანაც ცხოვრებისეულ რჩევებს ყოველთვის იღებდა:

„აბსოლუტურად გახსნილები არიან ჩემთან და ნებისმიერი საკითხში საკუთარ თავს აყენებენ ჩემს ადგილას. არასდროს გამიგია მათგან, ჩემს დროს ასე არ იყო და შენც არ გააკეთოო. დედაც და მამაც ყოველთვის მიზიარებენ თავიანთ ცხოვრებისეულ გამოცდილებას…“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები