ნატალი ღვედაშვილი, რომლის შვილი ალექსი ონკოლოგიური დაავადებით გარდაიცვალა, „ფორტუნასთან“ საუბრისას ამბობს, რომ
„სხვებთან შედარებით მალე გამოვედი ამ სიტუაციიდან. ზოგი წლობით რჩება დეპრესიასა და მუდმივ სტრესში. სხვებს რომ დავაკვირდი, ასე მგონია, რომ უფრო მალე გადავლახე… ფსიქოლოგიის შესწავლა თავად დავიწყე და ეს დამეხმარა. ძალიან მნიშვნელოვანია, ხელი არ ვკრათ ადამიანებს, ვისაც უნდა ჩვენი დახმარება. მე ხელს ვუწვდიდი. ვცდილობდი გადავრჩენილიყავი, ორი გზაა, ან უნდა მოკვდე, ან გადარჩე. როგორ გავაგრძელე ცხოვრება? ტალღებივით არის, ეტაპებად. რომ გგონია, გადარჩი, მეორე თვეს შეიძლება, არეულობა და ქაოსი წამოვიდეს. იმდენად გტკივა… ვაღიარე ეს პრობლემები და ვიხარშებოდი ჩემს თავში. ვიცოდი, რომ ეს ყველაფერი გაივლიდა.
ალექსის სახელით არსებობს საქველმოქმედო ჯგუფი, რომელიც ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებს ეხმარება. სწორი მიმართულება მივეცი, რომ არ დაკარგულიყო ეს ყველაფერი და ალექსის სახელით გავაგრძელე ეს საქმიანობა. ახლაც ვეხმარები ბავშვებსა და მშობლებს ფსიქოლოგიურად. მგონია, რომ ამ ფორმით ვზრუნავ ალექსზე. ვფიქრობ, მის სულზე ვზრუნავ…“