LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატა ასათიანი: „ერთი, რაც გააკეთა ჩხენკელმა ის იყო, რომ ბევრს აქებდა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს, დაუფასდა კიდეც.. სისტემის შინაარსიანი რეფორმა გვჭირდება და არა „პოტიომკინის სოფლის” შენება“

262
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (12)

„წასულებზე ან კარგი უნდა ილაპარაკო ან არაფერი, ასე გამზარდეს, მაგრამ დღეს დავარღვევ ტრადიციას“ – ასე ეხმაურება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, ნატა ასათიანი მინისტრთა კაბინეტში მომხდარ ცვლილებას მიხეილ ჩხენკელთან დაკავშირებით.

განათლების ახალი მინისტრი – მიხეილ ჩხენკელს გიორგი ამილახვარი შეცვლის

„ერთი ჩემი ჭკვიანი მეგობარი ამბობს ხოლმე: კარგი იქნებოდა განათლების მინისტრებს რეტროაქტიურად ვთხოვდეთ პასუხს ჩადენილ დანაშაულებზე და უმოქმედობაზე, რომელიც ხშირად დანაშაულის ტოლფასიაო. მართლაც კარგი იქნებოდა, რადგან მათი ქმედების (თუ უმოქმედობის) მძიმე შედეგს ჩვენ წლების შემდეგ ვიმკით…

ახლა რომ PISA-ში გვექნება გაუარესებული შედეგები, ვინ უნდა აგოს პასუხი?

დღემდე რატომ არ გვაქვს მრავალჯერ დაპირებული უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი წესი?

რატომ გააჩერა მიხეილ ჩხენკელმა წინა წლებში ამოქმედებული საჭირო პროგრამა – ხანდაზმული მასწავლებლების სისტემიდან ღირსეულად გაცილების სქემა, რომლის წყალობით სკოლებში ახალი პედაგოგები უნდა შესულიყვნენ… (ამ პროცესის გარეშე, ტყუილია ზოგადი განათლების ხარისხზე საუბარიც კი).

აღარაფერს ვამბობ მეცნიერებისთვის გამოყოფილ სასაცილო დაფინანსებაზე და მეცნიერის მიზერულ ხელფასებზე, პროფესიული განათლების კვლავ შელახულ რეპუტაციაზე, ზოგად განათლებაში არსებულ მასშტაბურ ხარვეზებზე და სკოლებში აყვავებულ ბულინგსა და ძალადობაზე. ასევე სხვა მრავალ დაგროვილ გადაუჭრელ პრობლემაზე, მათ შორის, სტატუს შეჩერებულ სტუდენტებზე, ე.წ. უფასო სპეციალობებზე, სკოლების ინტერნეტიზაციის შეჩერებულ პროცესზე… ნეტა სად არის განათლებისთვის დაპირებული მშპ-ს ის 6%, რომელსაც მანტრასავით იმეორებდა ერთ-ერთი პრემიერი და მასთან ერთად მიხეილ ჩხენკელი..

„ძვირადღირებული მაჯის საათები, სამკაულები და ფერწერული ტილოები“ - რა ქონებით მიდის გიორგი ამილახვარი პარლამენტიდან მინისტრთა კაბინეტში

ერთ-ერთ ინტერვიუში ამილახვარი აღნიშნავს, რომ პროფესიის არჩევა, მეტწილად, მამის ფაქტორმა განაპირობა.

ერთი სიტყვით, იმდენად არაფერი გაკეთდა, რომ ჩამოსათვლელიც არაფერია, თუმცა გამახსენდა: ერთი, რაც გააკეთა ჩხენკელმა ის იყო, რომ ბევრს აქებდა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU). დაუფასდა კიდეც… თუმცა, KIU-ში გამორჩეული პროფესიონალების გუნდი მუშაობს და ძალიან სამწუხარო იქნება თუ ჩხენკელი იქაც შეიტანს თავისთვის ჩვეულ ისტერიულ დისონანსს.
მთელი გულით ვუსურვებ ახალ მინისტრს წარმატებას, ძალიან გვჭირდება სისტემის შინაარსიანი რეფორმა და არა “პოტიომკინის სოფლის” შენება, რაც მიხეილ ჩხენკელის ძლიერი მხარე აღმოჩნდა…

P.S. ოპოზიციის კომენტარები მოვისმინე, თითქოს საკადრო ცვლილების მიზეზი სტუდენტების წინააღმდეგ რეპრესიების სურვილიაო. გთხოვთ, მავნებლობების ამ ჩამონათვალს მხოლოდ ერთ და სრულიად დაუზუსტებელ ბრალდებაზე ნუ დაიყვანთ… კარგი იქნებოდა პოპულიზმის ნაცვლად, ერთხელ მაინც ჩაგეხედათ შინაარსში და გაგერკვიათ რა ხდებოდა ბოლო წლები განათლების სისტემაში, თუმცა ეს ხომ თქვენს მთავარ ხაზს – ზედაპირულობას სცდება და ამას როგორ იკადრებდით…

მმართველ გუნდს კი მინდა ვთხოვო, ნუ შეიწუხებენ თავს ჩხენკელისთვის მადლობის გადახდით. ამ ქვეყანაში არიან ადამიანები ვისაც ესმით განათლების პოლიტიკა და იციან განათლების სისტემა… მათ თვალში ეს მადლობები ძალიან სასაცილოდ ჩანს“, – წერს ნატა ასათიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები