British Airways-ის ნასვამი პილოტი რეისიდან მოხსნეს. შემთხვევა მავრიკიის კუნძულზე მოხდა და გასაფრენად გამზადებულ ლაინერში 300 მგზავრი იმყოფებოდა. გამოცდილი მფრინავის უჩვეულო მდგომარეობა ბორტგამცილებლებმა შეამჩნიეს და სასწრაფოდ პოლიცია გამოიძახეს. გაოცებული მგზავრების თვალწინ სამართალდამცავებმა 49 წლის პილოტი კაბინიდან გამოიყვანეს და წინასწარი დაკავების საკანში გადაიყვანეს. პილოტის სისხლში ალკოჰოლის დოზა დაშვებულზე 4-ჯერ მეტი აღმოჩნდა, რის გამოც მას პასუხისგება სასამართლოს წინაშე მოუწევს.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ მსგავსი შემთხვევა შტუტგარდშიც მოხდა, სადაც ხომალდის კაპიტანი აფრენამდე 5 წუთით ადრე დააპატიმრეს.